საშინელი ტრაგედია დატრიალდა: საქართველოს საპატრიარქო სამძიმრის წერილს ავრცელებს

საშინელი ტრაგედია დატრიალდა: საქართველოს საპატრიარქო სამძიმრის წერილს ავრცელებს
შემთხვევა
00:28, 24 დეკემბერი 2025
11 241
0

საქართველოს საპატრიარქო ილია მეორე სამძიმრის წერილს ავრცელებს:

რულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი დეკანოზ აკაკი მელიქიძის გარდაცვალების გამო (23.12.2025)

†დეკანოზ აკაკი მელიქიძის გარდაცვალება დიდი დანაკლისია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. იგი იყო ხალხის ჭეშმარიტი მსახური და ძლიერი ლოცვის უნარით დაჯილდოებული სასულიერო პირი.მიუხედავად იმისა, რომ მამა ცნობილი მღვდელმთავარი ჰყავდა, თავიდან თვითონ საერთოდ არ ფიქრობდა რელიგიურ გზაზე. მის ცხოვრებაში დიდი გარდატეხა კლინიკური სიკვდილის შემდეგ მოხდა.ამ პერიოდიდან მამა აკაკიმ მოღვაწეობა მთლიანად ეკლესიას დაუკავშირა და წუთისოფლის სარბიელი ბოლომდე ღირსეულად განვლო; მან მრავალი ადამიანის სული იხსნა ბოროტისაგან და ჯანმრთელობა დაუბრუნა.

მადლიერი სამწყსო დღეს დიდი მწუხარებით ემშვიდობება მოძღვარს.ჩვენც გულისტკივილით აღვავლენთ ლოცვებს და შევთხოვთ შემოქმედს, სავანესა თვისსა განუსვენოს დეკანოზ აკაკის უკვდავ სულს და წიაღსა შინა აბრაამისასა დაამკვიდროს იგი; ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივართ კი მომადლოს მშვიდობა და შინაგანი სიმტკიცე, მომადლოს გულმხურვალე ლოცვა, მსგავსი იმისა, როგორც თვითონ ლოცულობდა მოყვასისათვის.

ილია II სრულიად საქართველოსკათოლიკოს-პატრიარქი23.12.2025

Ctrl
Enter
შეცდომა შეგნებულად?
მონიშნეთ ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter
კომენტარები (0)
ტოპ ამ კატეგორიიდან
ბზიკები ევროვიზიაზე ბრუნდება — რას უნდა ველოდოთ? ბზიკები ევროვიზიაზე ბრუნდება — რას უნდა ველოდოთ?
ბზიკები ევროვიზიაზე ბრუნდება — რას უნდა ველოდოთ?...
29.01.26
8
0
როგორია ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის სიმძიმე? — ლუის ენრიკემ პირველი კომენტარი გააკეთა როგორია ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის სიმძიმე? — ლუის ენრიკემ პირველი კომენტარი გააკეთა
როგორია ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის სიმძიმე? — ლუის ენრიკემ პირველი კომენტარი გააკეთა...
29.01.26
12
0

россериал