Website Demo » პოლიტიკა » "თქვენ ხართ ადამიანები, რომლებმაც არა მხოლოდ კამერა და მიკროფონი, ქვეყნის მომავალი და ბედი აიღეთ ხელში" - ვინ არიან ჟურნალისტები და ოპერატორები, რომლებიც პრეზიდენტმა დააჯილდოვა

"თქვენ ხართ ადამიანები, რომლებმაც არა მხოლოდ კამერა და მიკროფონი, ქვეყნის მომავალი და ბედი აიღეთ ხელში" - ვინ არიან ჟურნალისტები და ოპერატორები, რომლებიც პრეზიდენტმა დააჯილდოვა

"თქვენ ხართ ადამიანები, რომლებმაც არა მხოლოდ კამერა და მიკროფონი, ქვეყნის მომავალი და ბედი აიღეთ ხელში" - ვინ არიან ჟურნალისტები და ოპერატორები, რომლებიც პრეზიდენტმა დააჯილდოვა
პოლიტიკა
editor
რედაქტორი
19:51, 10 December 2024
59
0

თქვენ დგა­ხართ ამ ქვეყ­ნის სა­და­რა­ჯო­ზე. თქვენ ხართ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც აი­ღეთ თქვენს ხელ­ში არა მხო­ლოდ კა­მე­რა და არა მხო­ლოდ მიკრო­ფო­ნი, თქვენ ხელ­ში აი­ღეთ ამ ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი და ამ ქვეყ­ნის ბედი, ასე მი­მარ­თა პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს, რომ­ლე­ბიც ორ­ბე­ლი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლე­ში და­ა­ჯილ­დო­ვა.

პრე­ზი­დენ­ტმა მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და და­ჯილ­დო­ე­ბულ ჟურ­ნა­ლის­ტებ­სა და ოპე­რა­ტო­რებს, რომ­ლებ­მაც აქ­ცი­ა­ზე სხვა­დას­ხვა სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღეს და ასე­ვე, იმ ჟურ­ნა­ლის­ტებს, რომ­ლე­ბიც ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში აშუ­ქე­ბენ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას.

“თქვენ დგა­ხართ ამ ქვეყ­ნის სა­და­რა­ჯო­ზე. თქვენ ხართ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც აი­ღეთ თქვენს ხელ­ში არა მხო­ლოდ კა­მე­რა და არა მხო­ლოდ მიკრო­ფო­ნი, თქვენ ხელ­ში აი­ღეთ ამ ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი და ამ ქვეყ­ნის ბედი. ამის­თვის თქვენც ჩა­ი­წე­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში, ოღონდ თქვენ ჩა­ი­წე­რე­ბით რო­გორც დღე­ვან­დე­ლი დღის ეპო­ქის გმი­რე­ბი, იმი­ტომ, რომ ად­ვი­ლი არ არის მიხ­ვი­დე იქ, სა­დაც არი­ან ეს მხე­ცე­ბი, მათ წი­ნა­შე დად­გე და გა­ბე­დო, კი­თხვე­ბიც და­უს­ვა; იყო იქ, სა­დაც გაზს უშ­ვე­ბენ, არ გა­ინ­ძრე და დარ­ჩე შენს ხალ­ხთან ერ­თად. როცა ჟურ­ნა­ლის­ტებს მარ­თლა ფეხ­ქვეშ თე­ლა­ვენ და ეს არ არის ფორ­მუ­ლა, ეს არის რე­ა­ლო­ბა, რომ არ და­ნებ­დე, არ შე­გე­შინ­დეს. მე თქვენს ად­გილ­ზე ნამ­დვი­ლად ვერ გავ­ბე­დავ­დი, მაგ­რამ ვარ ძა­ლი­ან ამა­ყი, რომ ამ ქვე­ყა­ნამ გა­მო­ა­ჩი­ნა თა­ვი­სი ნამ­დვი­ლი სახე და ეს არის ის, რაც ჩანს ჩვე­ნი სა­ზღვრე­ბის გა­რეთ და რა­ზეც ალ­ბათ შუ­რით გვი­ყუ­რე­ბენ იმი­ტომ, რომ დღეს მსოფ­ლი­ო­ში არ არის ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც ასე ღირ­სე­უ­ლად, ასე მშვი­დო­ბი­ა­ნად იბ­რძვის თა­ვი­სი იდენ­ტო­ბის­თვის, თა­ვი­სი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის­თვის, თა­ვი­სი ენი­სა და რწმე­ნის­თვის, მო­მავ­ლის­თვის და ყვე­ლაფ­რის­თვის, თქვენ ხართ წინა რი­გებ­ში. თქვენ­თან ერ­თად იბ­რუნ­ვის ამ ქვეყ­ნის ნამ­დვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა.

აქ არ არის ორი სა­ქარ­თვე­ლო. ხში­რად არის მცდე­ლო­ბა იმის, რომ წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყოს რა­ღაც და­პი­რის­პი­რე­ბაა. არ არ­სე­ბობს ის სა­ქარ­თვე­ლო, რო­მე­ლიც რუ­სე­თის მომ­ხრეა, რომ­ლე­ბიც მზად არის, რომ ჩა­ბარ­დეს. არ­სე­ბობს უფრო და უფრო ვიწ­რო წრე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც არი­ან მიბ­მუ­ლი რა­ღა­ცით - ხან ინ­ტე­რე­სით, ხან პრი­ვი­ლე­გი­ით, ხან ნა­თე­სა­ო­ბით, ხან ჩა­დე­ნი­ლიო კომ­პრო­მა­ტე­ბით - რომ­ლე­ბიც არი­ან მიბ­მუ­ლი, მაგ­რამ ქარ­თვე­ლი, რო­მელ­საც უნდა, რომ ქვე­ყა­ნა ჩა­ბარ­დეს რუ­სეთს და რუ­სუ­ლი რე­ჟი­მით იცხოვ­როს, ასე­თი ქარ­თვე­ლი მე არ ვიცი და აქ ორ სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა არ არ­სე­ბობს. და­პი­რის­პი­რე­ბა არის შე­მარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის, რომ­ლის წი­ნა­შე დგა­ნან “ტი­ტუშ­კე­ბი” და ვი­ღაც-ვი­ღა­ცე­ბი. იქაც, მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ პო­ლი­ცი­ის რი­გებ­ში უფრო და უფრო უჭირთ ის, რომ მათი მე­თა­უ­რი და მათი იერ­არ­ქია არი­ან კრი­მი­ნა­ლე­ბი - ეს ღირ­სე­უ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლის­თვის არის ალ­ბათ, ის, რაც ყვე­ლა­ზე ძნე­ლია.

მე მინ­და გი­თხრათ უღ­რმე­სი მად­ლო­ბა, მაგ­რამ თქვენ ამას მად­ლო­ბის­თვის არ აკე­თებთ, თქვენ აკე­თებთ ამას იმი­ტომ, რომ გეს­მით ბო­ლომ­დე, რას ნიშ­ნავს თქვე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა. ხვალ ალ­ბათ წა­მო­ვა თქვენ­ზე ძლი­ე­რი ზე­წო­ლა, ესე­ნი თუ ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გა­აგ­რძე­ლე­ბენ ყოფ­ნას, იმი­ტომ, რომ თქვენ ხართ ის ფან­ჯა­რა, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ჩვენ ვხე­დავთ რაც ხდე­ბა, თქვენ რომ არ იყოთ, ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც არ არი­ან გა­რეთ დე­მონ­სტრა­ცი­ებ­ზე იმი­ტომ, რომ არ შე­უძ­ლი­ათ, იმათ არ ეცო­დი­ნე­ბო­დათ, იქ რა ხდე­ბა და თუნ­დაც, პრო­ტეს­ტის ერთი ნა­წი­ლი­დან მე­ო­რე ნა­წი­ლამ­დე , რო­მე­ლიც ძა­ლი­ან გაშ­ლი­ლია მთელს ქა­ლაქ­ში ან სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში - არ გვე­ცო­დი­ნე­ბო­და, რომ ქვე­ყა­ნა მთლი­ა­ნად დგას ამ უსა­მარ­თლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. თქვე­ნი ყოფ­ნა არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღეს, ხვალ და მუ­დამ და ამ თავ­და­დე­ბის­თვის მე დღეს თქვენ გა­ჯილ­დო­ებთ”, - მი­მარ­თა პრე­ზი­დენ­ტმა ჟურ­ნა­ლის­ტებს.

  • პრე­ზი­დენ­ტმა და­ა­ჯილ­დო­ვა:
  • ჯონი ბა­კუ­რი­ძე;
  • სერ­გი ბა­რა­მი­ძე;
  • ნუცა ბა­ხუ­ტაშ­ვი­ლი;
  • და­ვით ბე­რა­ძე;
  • და­ვით ბი­ჭი­კაშ­ვი­ლი;
  • სა­ლო­მე ბო­კუ­ჩა­ვა;
  • ნიკა ბუ­ჩაშ­ვი­ლი;
  • მინ­დია გა­ბა­ძე;
  • მა­რი­ამ გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი;
  • რუ­სუ­დან დუმ­ბა­ძე;
  • აკა­კი ზარ­ქუა;
  • ვა­სილ ივა­ნო­ვი-ჩი­ქო­ვა­ნი;
  • მალ­ხაზ კან­დე­ლა­კი;
  • და­ვით კო­ბი­ძე;
  • ნი­კო­ლოზ კო­კა­ია;
  • ანა ლომ­თა­ძე-მდი­ვა­ნი;
  • მა­რი­ამ მა­კა­სა­რაშ­ვი­ლი;
  • დეა მა­მი­სე­იშ­ვი­ლი;
  • მი­ხე­ილ მარ­ტი­აშ­ვი­ლი;
  • მი­რი­ან მე­ლა­ძე;
  • გივი მჭედ­ლიშ­ვი­ლი;
  • მა­რი­ამ ნი­კუ­რა­ძე;
  • გუ­რამ რო­გა­ვა;
  • და­ვით ქა­ში­აშ­ვი­ლი;
  • ნა­ნუ­კა ქა­ჯა­ია;
  • ალექ­სან­დრე კე­შე­ლაშ­ვი­ლი;
  • გე­ნა­დი ქვა­ჩა­ხია;
  • ბექა ყორ­შია;
  • გი­ორ­გი შე­წი­რუ­ლი;
  • მაკა ჩიხ­ლა­ძე;
  • ქე­თე­ვან ციცქიშ­ვი­ლი;
  • პავ­ლე ხა­ჩი­ძე;
  • ირი­ნა ყუ­რუა;
  • ბესო გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი.
CTRL
ENTER
პრობლემის შეტობინება
გამოიყენეთ ღილაკები CTRL+ENTER
კომენტარები (0)
აგრეთვე გირჩევთ:
“ნახევარი სამყარო ტელეფონით შეწუხებული ჰყავს, ურეკავს, რომ ჩამოიქცა ქვეყანა - ან თქვას, რომ ჭორაობდა, ან წარმოადგინოს მტკიცებულებები“ - შალვა პაპუაშვილი
“ნახევარი სამყარო ტელეფონით შეწუხებული ჰყავს, ურეკავს, რომ ჩამოიქცა ქვეყანა - ან თქვას, რომ ჭორაობდა, ან წარმოადგინოს მტკიცებულებები“ - შალვა პაპუაშვილი
31.10.24, პოლიტიკა
"... სამხილები წარვუდგინეთ" - რაზე ისაუბრეს ოპოზიციის ლიდერებმა დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრაზე?
"... სამხილები წარვუდგინეთ" - რაზე ისაუბრეს ოპოზიციის ლიდერებმა დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრაზე?
01.11.24, პოლიტიკა
"მე ვიმღერებ" - კახა კალაძე "მგზავრების" გადაწყვეტილებაზე
"მე ვიმღერებ" - კახა კალაძე "მგზავრების" გადაწყვეტილებაზე
18.10.24, პოლიტიკა
ცესკო პროკურატურას მიმართავს, არჩევნების გაყალბებაზე პრეზიდენტის, პოლიტიკოსებისა თუ სხვა პირების განცხადებებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს
ცესკო პროკურატურას მიმართავს, არჩევნების გაყალბებაზე პრეზიდენტის, პოლიტიკოსებისა თუ სხვა პირების განცხადებებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს
29.10.24, პოლიტიკა
“ჩემი შვილიშვილი დღეს დაიბადა - გაბრიელი! ალბათ, ყველაფერი ნიშანია იმისა, რომ ახალი მომავალი და ახალი საქართველო მოდის“ - სალომე ზურაბიშვილი
“ჩემი შვილიშვილი დღეს დაიბადა - გაბრიელი! ალბათ, ყველაფერი ნიშანია იმისა, რომ ახალი მომავალი და ახალი საქართველო მოდის“ - სალომე ზურაბიშვილი
20.10.24, პოლიტიკა