ირაკლი ღარიბაშვილმა თავად თქვა უარი პრეზიდენტობაზე – სად მიდის ყოფილი პრემიერი?
14 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტს აირჩევს 300 წევრისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია, რომელშიც მყარ უმრავლესობას „ქართული ოცნება“ ფლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტის პოსტს მმართველი გუნდის მხარდაჭერილი კანდიდატი „ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანი მიხეილ ყაველაშვილი დაიკავებს. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა ბევრისთვის და მათ შორის უმრავლესობის წევრებისთვის.
for.ge-ს ინფორმაციით, მმართველ გუნდში არ მალავდნენ, რომ გუნდი პრეზიდენტობის კანდიდატად პარტიის თავმჯდომარის ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურას განიხილავდნენ და როგორც მმართვეულ გუნდში აცხადებენ, ღარიბაშვილმა თავად თქვა საკუთარ კანდიდატურაზე უარი, რომელსაც გუნდი უკვე გაზაფხულზე წარადგენს მაღალ თანადებობაზე. პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება საზოგადოებას პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გააცნო.
წყარო: for.ge