18 წლის გოგონა, რომელიც მხიარული მოგზაურობიდან გაუჩინარდა, საქართველოში ნარკოვაჭრობისთვის დააპატიმრეს... იგი ამტკიცებს, რომ ორსულადაა - რას წერს მსოფლიო პრესა ბრიტანელ სტუდენტზე? » ახალი ამბები - AMBEBI.ONLINE

18 წლის გოგონა, რომელიც მხიარული მოგზაურობიდან გაუჩინარდა, საქართველოში ნარკოვაჭრობისთვის დააპატიმრეს... იგი ამტკიცებს, რომ ორსულადაა - რას წერს მსოფლიო პრესა ბრიტანელ სტუდენტზე?

18 წლის გოგონა, რომელიც მხიარული მოგზაურობიდან გაუჩინარდა, საქართველოში ნარკოვაჭრობისთვის დააპატიმრეს... იგი ამტკიცებს, რომ ორსულადაა - რას წერს მსოფლიო პრესა ბრიტანელ სტუდენტზე?
შემთხვევა
20:31, 14 მაი 2025
1 562
0

ბრი­ტა­ნელ­მა სტუ­დენ­ტმა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში 14 კი­ლოგ­რა­მი ნარკოტიკის კონ­ტრა­ბან­დის­თვის და­ა­კა­ვეს, სა­სა­მარ­თლოს გა­ნუ­ცხა­და, რომ ორ­სუ­ლა­დაა.

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბა­ში წე­რია, რომ აე­რო­პორ­ტში, ბრალ­დე­ბუ­ლის ბარ­გის შე­მოწ­მე­ბი­სას, მის სამ­გზავ­რო ჩან­თა­ში, 12 კი­ლოგ­რა­მამ­დე "მა­რი­ხუ­ა­ნა" და 2 კი­ლოგ­რა­მი "ჰა­ში­ში" აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ისი­ნი ჰერ­მე­ტუ­ლად და­ფა­სო­ე­ბულ პა­კე­ტებ­ში იყო გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი.

და­ნა­შა­უ­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში 18 წლის ბრი­ტა­ნე­თის მო­ქა­ლა­ქეს 20 წლამ­დე ან უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა ელის. ახლა მას სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოწ­მე­ბა ჩა­უ­ტარ­დე­ბა, სა­დაც ექი­მე­ბი მისი გან­ცხა­დე­ბე­ბის სის­წო­რეს და­ად­გე­ნენ.

და­კა­ვე­ბამ­დე მო­ზარ­დი ფი­ლი­პი­ნე­ბის ტრო­პი­კულ კუნ­ძუ­ლებ­ზე, პა­ლა­ვან­სა და პა­ნა­ი­ზე ერ­თო­ბო­და და TikTok-სა და Instagram- ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პოს­ტებ­ში ნაღ­დი ფუ­ლის უზარ­მა­ზა­რი დას­ტე­ბის ფო­ტო­ებს ტვირ­თავ­და. თუმ­ცა, მისი ონ­ლა­ინ პოს­ტე­ბი გა­სულ კვი­რას მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­წყდა. ის ბო­ლოს ტა­ი­ლან­დში ის­ვე­ნებ­და. ოჯა­ხი ფიქ­რობ­და, რომ გო­გო­ნა მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს გა­უ­ჩი­ნარ­და.

მის­მა ად­ვო­კატ­მა MailOnline-ს და­უ­დას­ტუ­რა, რომ მისი მამა, ნილ კალი, ამ­ჟა­მად თბი­ლი­სის­კენ მი­ე­მარ­თე­ბა. ად­ვო­კა­ტის თქმით, სა­მე­დი­ცი­ნო ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტი, რო­მე­ლიც გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას ორ­თვი­ა­ნი წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­და, ამ­ჟა­მად "შე­ში­ნე­ბუ­ლი და დაბ­ნე­უ­ლია".

"ნარ­კო­ტი­კებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ცი­ის ერთ-ერთი მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტია. თე­ო­რი­უ­ლად, აღ­მო­ჩე­ნი­ლი რა­ო­დე­ნო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მას შე­იძ­ლე­ბა სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა მი­ე­სა­ჯოს. თუმ­ცა, პრაქ­ტი­კა­ში ეს სას­ჯე­ლი, რო­გორც წესი, მკვლე­ლე­ბი­სა და ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის მა­ღა­ლი რან­გის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვი­საა გან­კუთ­ვნი­ლი“ - წერს გა­მო­ცე­მა.

Ctrl
Enter
შეცდომა შეგნებულად?
მონიშნეთ ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter
კომენტარები (0)
ტოპ ამ კატეგორიიდან
როდის და სად დაკრძალავენ ლაშა ბასლანძეს, სად გაიმართება პანაშვიდები და სხვა დეტალები როდის და სად დაკრძალავენ ლაშა ბასლანძეს, სად გაიმართება პანაშვიდები და სხვა დეტალები
როდის და სად დაკრძალავენ ლაშა ბასლანძეს, სად გაიმართება პანაშვიდები და სხვა დეტალები...
02.11.25
6 269
0
“დღეში 3 ნაჭერი ნამცხვარი რომ შევჭამო, დავიკლებ?“ – კი, დაიკლებ… ” – ქართველი სპეციალისტის კვების ხრიკები მათთვის, ვინც წონაში დასაკლებად სტანდარტულ დიეტებს ვერ იცავს “დღეში 3 ნაჭერი ნამცხვარი რომ შევჭამო, დავიკლებ?“ – კი, დაიკლებ… ” – ქართველი სპეციალისტის კვების ხრიკები მათთვის, ვინც წონაში დასაკლებად სტანდარტულ დიეტებს ვერ იცავს
დღეში 3 ნაჭერი ნამცხვარი რომ შევჭამო, დავიკლებ?“ – კი, დაიკლებ… ” – ქართველი სპეციალისტის კვების ხრიკები მათთვის, ვინც...
19.10.25
3 539
0

россериал