გაირკვა ბიჭების ვინაობა, რომლებიც წუხელ მანქანით მტკვარში გადავარდნენ და ამ დრომდე ეძებენ - დაკავებულია სხვა ავტომობილის მძღოლი, რომლის გამოისობითაც უბედურება დატრიალდა

გაირკვა ბიჭების ვინაობა, რომლებიც წუხელ მანქანით მტკვარში გადავარდნენ და ამ დრომდე ეძებენ - დაკავებულია სხვა ავტომობილის მძღოლი, რომლის გამოისობითაც უბედურება დატრიალდა
შემთხვევა
19:37, 14 მაი 2025
2 507
0

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და თბი­ლის­ში. ავა­რი­ის შე­დე­გად, მტკვარ­ში ავ­ტო­მო­ბი­ლი ჩა­ვარ­და. შემ­თხვე­ვა ღა­მით მოხ­და. ავ­ტო­მო­ბი­ლის ერთი მგზავ­რის გა­დარ­ჩე­ნა მო­ხერ­ხდა, ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, კონ­ტაქ­ტურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა.

თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, შემ­თხვე­ვა ღა­მის 12-დან, 1:00-მდე მოხ­და შემ­თხვე­ვა. მისი თქმით, კი­დევ ერთი ახალგაზრდა, რო­მე­ლიც ამოჰ­ყავ­დათ, წყალ­მა წა­ი­ღო.

ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, თბი­ლის­ში, მტკვრის მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე მძღო­ლი 2002 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ი.ს. და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ი.ს. - მ მისი მარ­თვის ქვეშ არ­სე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას, ავა­რი­უ­ლი ვი­თა­რე­ბა შე­უქ­მნა სხვა ავ­ტო­მო­ბილს, რომ­ლის მძღოლ­მაც საჭე ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა და მდი­ნა­რე მტკვარ­ში გა­და­ვარ­და.

"ამბების" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ დრომ­დე უტა ელი­ა­ვას და გი­ორ­გი შა­მუ­გი­ას ეძე­ბენ. ისი­ნი ზუგ­დი­დი­დან იყ­ვნენ.

უტა 24 წლის არის, გი­ორ­გი - 23-ის. რო­გორც ბი­ჭე­ბის ახ­ლობ­ლე­ბი ყ­ვე­ბი­ან, მომ­ხდა­რის დროს არც ერთი სა­ჭეს­თან არ იჯდა და ავ­ტო­მო­ბილს სხვა მარ­თავ­და. ასე­ვე, მათი ცნო­ბით, მე­სა­მე ახალ­გაზ­რდა, რო­მელ­საც ეძე­ბენ, სა­ვა­რა­უ­დოდ სტუ­მა­რია, რო­მე­ლიც ბი­ჭებ­თან უცხო­ე­თი­დან იყო ჩა­მო­სუ­ლი.

"გი­ორ­გი და უტა მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ, ძა­ლი­ან ახლო მე­გობ­რე­ბი. ძმე­ბი­ვით იყ­ვნენ. ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვართ, დაბ­ნე­უ­ლე­ბი და შო­კი­რე­ბუ­ლე­ბი, სა­უ­ბა­რი გვი­ჭირს. რო­გორც გა­ვი­გეთ და თვითმხილ­ვე­ლებ­მაც თქვეს, მე­ო­რე მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხა და ინერ­ცი­ით გა­და­ვარ­დნენ მტკვარ­ში. გი­ორ­გი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობ­და თბი­ლის­ში. სა­ში­ნე­ლე­ბა მოხ­და. მეტს ვე­რა­ფერს ვი­ტყვით ჯერ­ჯე­რო­ბით" - განაცხადეს ახ­ლობ­ლე­ბმა.

ფო­ტო­ზე: უტა ელი­ა­ვა, გი­ორ­გი(გიგა) შა­მუ­გია

წყარო: AMBEBI.GE

Ctrl
Enter
შეცდომა შეგნებულად?
მონიშნეთ ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter
კომენტარები (0)
ტოპ ამ კატეგორიიდან
მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა 19 წლის ბიჭი ადგილზე დაიღუპა. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა 19 წლის ბიჭი ადგილზე დაიღუპა.
მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა 19 წლის ბიჭი ადგილზე დაიღუპა....
13.09.25
34
0
ბიჭი პაემნიდან გაიპარა, გოგონას კი 10 000$ -ის გადახდა მოუწია ბიჭი პაემნიდან გაიპარა, გოგონას კი 10 000$ -ის გადახდა მოუწია
ბიჭი პაემნიდან გაიპარა, გოგონას კი 10 000$ -ის გადახდა მოუწია...
13.09.25
1
0