Website Demo » სპორტი » სპორტის სასახლეს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

სპორტის სასახლეს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

სპორტის სასახლეს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
სპორტი
editor
რედაქტორი
23:30, 16 November 2024
23
0

  

სპორტის სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, შენობისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის ამჟამინდელი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი არ არის.

„სპორტის სასახლე უკვე ათწლეულების განმავლობაში ჩვენი ქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი ობიექტია. იგი ისტორიულად იყო სპორტული, კულტურული და სოციალური ღონისძიებების ერთ-ერთი მთავარი არენა. სპორტის სასახლის შენობა წარმოადგენს მუნიციპალური საწარმოს საკუთრებას, რომელიც 2007 წლის ხელშეკრულების საფუძველზე, მართვის უფლებით გადაცემულია კომპანია „ლოჯიკ გრუპისთვის“. სპორტის სასახლის ახლანდელი მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი, მას აქვს ძალიან ბევრი პრობლემა, ხარვეზები. შესაბამისად, საჭიროებს განახლება-რეაბილიტაციას. აღნიშნული ხელშეკრულების პირობები ვეღარ პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს. ჩვენ ვიმუშავეთ შესაბამის კომპანიასთან და მინდა, მათ მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის. შევთანხმდით, რომ სპორტის სასახლე საჭიროებს რეაბილიტაციას და აღნიშნული სამუშაოები ძალიან მალე დაიწყება.

მოწესრიგდება ყველა ძირითადი სივრცე, რაც გულისხმობს იატაკის საფარის, სავარძლების, კედლების, ვიზიტორების საცირკულაციო სივრცეების, გასახდელების, VIP-შემოსასვლელის, ავეჯისა და სხვა სივრცეების მოწესრიგებას.

იქიდან გამომდინარე, რომ სპორტის სასახლე წარმოადგენს ისტორიულ შენობას, მაქსიმალურად შენარჩუნდება ისტორიული მასალები, განსაკუთრებით ბუნებრივი ქვის მოპირკეთება. სპორტის სასახლე აღიჭურვება მისი მრავალფუნქციური დანიშნულებისთვის საჭირო მოწყობილობებითა და სისტემებით, რაც მოიცავს განათების, ხმის, ვიდეო, ეკრანის, სცენის, იატაკის საფარის, რიგირების, ტრანსლაციის, გამყოფ, სპეციალური ეფექტებისა და სხვა ტიპის სისტემებსა და მოწყობილობებს

დღეს რაც ხდება სპორტის სასახლის ირგვლივ არსებულ ტერიტორიაზე, კატეგორიულად მიუღებელია. ძალიან მძიმე ვითარებაა, შესაბამისად, ეს ყველაფერი საჭიროებს განახლებას. სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა უნიკალური სარეკრეაციო სივრცე; კეთილმოეწყობა მეტროში ჩასასვლელი კიბეები და მიმდებარე სივრცეები; ამავე ტერიტორიაზე მმართველი კომპანია გეგმავს პადელის ღია კორტების მოწყობას; მოწესრიგდება საპარკინგე ზონა და დარეგულირდება სატრანსპორტო გეგმა, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე სპორტის სასახლის სტუმრებისთვის

ეს პროექტი სპორტის სასახლეს შესძენს ახალ სიცოცხლეს და მოსახლეობისთვის ქალაქის ცენტრალურ, მჭიდროდ დასახლებულ უბანში ხელმისაწვდომი გახდება უნიკალური სარეკრეაციო და სპორტული სივრცე“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

CTRL
ENTER
პრობლემის შეტობინება
გამოიყენეთ ღილაკები CTRL+ENTER
კომენტარები (0)
აგრეთვე გირჩევთ:
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ავტოტრანსპორტის ყველა კატეგორიისთვის ორეტაპიანი გახდება ახალი
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ავტოტრანსპორტის ყველა კატეგორიისთვის ორეტაპიანი გახდება ახალი
07.10.24, ---
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ავტოტრანსპორტის ყველა კატეგორიისთვის ორეტაპიანი გახდება
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ავტოტრანსპორტის ყველა კატეგორიისთვის ორეტაპიანი გახდება
13.10.24, შემთხვევა
უნებართვოდ აშენებულ კერძო სახლებს მეპატრონეებს დაუკანონებენ - რა წერია მთავრობის ახალ დადგენილებაში
უნებართვოდ აშენებულ კერძო სახლებს მეპატრონეებს დაუკანონებენ - რა წერია მთავრობის ახალ დადგენილებაში
31.10.24, პოლიტიკა
იმ ფაქტს, რაც ალბანელმა გულშემატკივარმა იკადრა ალბანეთში მიუღებელია. ჩვენ, ქართველები უდიდესი კულტურის და ტრადიციის ხალხი ვართ და გავცემთ შესაბამის პასუხს ჩვენი ღირსებით და პატივისცემით თუნდაც მათი ჰიმნის მოსმენის დროს - კახა კალაძე
იმ ფაქტს, რაც ალბანელმა გულშემატკივარმა იკადრა ალბანეთში მიუღებელია. ჩვენ, ქართველები უდიდესი კულტურის და ტრადიციის ხალხი ვართ და გავცემთ შესაბამის პასუხს ჩვენი ღირსებით და პატივისცემით თუნდაც მათი ჰიმნის მოსმენის დროს - კახა კალაძე
14.10.24, ---