კახეთის გზაზე ქორწილის ესკორტი ავარიაში მოყვა, დაშავდა 17 ადამიანი

კახეთის გზაზე ქორწილის ესკორტი ავარიაში მოყვა, დაშავდა 17 ადამიანი
შემთხვევა
15:30, 04 აპრილი 2025
129
0

თბილისი-ბაკურციხის გზაზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სააკაძის გადასახვევთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიაში ქორწილის ესკორტი მოყვა. ერთმანეთს ტრაილერი და სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. როგორც „რეგინფოს“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში განუცხადეს, ავარიის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა.

ავარიის ადგილას სასწრაფო სამედიცინო დახმარების 4 ბრიგადა მუშაობდა. რუსთავის კლინიკაშია გადაყვანილი 4 დაშავებული, 2 პაციენტი ბოკერიას კლინიკაში მოათავსეს. დანარჩენებს ექიმებმა პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს.  

თვითმხილველების თქმით, ტრაილერს პირველად ის ავტომობილი შეეჯახა, რომელშიც ნეფე-პატარძალი და მეჯვარეები ისხდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

Ctrl
Enter
შეცდომა შეგნებულად?
მონიშნეთ ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter
კომენტარები (0)
ტოპ ამ კატეგორიიდან
რუსეთმა საქართველოსთან დაკავშირებით ახალი კანონი მიიღო – რას მოაწერა ხელი ვლადიმერ პუტინმა? რუსეთმა საქართველოსთან დაკავშირებით ახალი კანონი მიიღო – რას მოაწერა ხელი ვლადიმერ პუტინმა?
რუსეთმა საქართველოსთან დაკავშირებით ახალი კანონი მიიღო – რას მოაწერა ხელი ვლადიმერ პუტინმა?...
14.12.25
7 564
0
მიხეილ სააკაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს მიხეილ სააკაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მიხეილ სააკაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს...
14.12.25
15 405
0

россериал