„ერთ-ერთის ძაღლი თავგამოდებით ცდილობდა ტაძარში შესვლას, პატრონთან გამომშვიდობებას...“ - ქუთაისში, ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭებს დღეს დაკრძალავენ

„ერთ-ერთის ძაღლი თავგამოდებით ცდილობდა ტაძარში შესვლას, პატრონთან გამომშვიდობებას...“ - ქუთაისში, ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭებს დღეს დაკრძალავენ
შემთხვევა
15:10, 02 აპრილი 2025
338
0

ქუთაისი ავარიის შედეგად დაღუპულ სამ ახალგაზრდას ემშვიდობება და უკანასკნელ გზაზე აცილებს. სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გავრცელდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „ქუთაისში, პეტრე პავლეს სახელობის ეკლესიაში დღეს სამი უკარგეს, ულამაზეს და საოცრად კეთილ ბიჭებთან გამოსამშვიდობებლად შეიკრიბა ჩვენი პატარა ქალაქი, უმძიმესი დღეა, ქალაქს სამი სიცოცხლით სავსე ბიჭი დააკლდება, სამი საჯიშე ქართველი და ჩვენი ქალაქის მზის შვილები… სიტყვები არ მაქვს, რა ვთქვა, რა დავწერო, რით გინდა ანუგეშო მათი მშობლები და ახლობლები, ყველაფერი უძლურია ამ ტკივილის წინააღმდეგ…ვერ გავბედე მათ დედებთან მისვლა, მიუხედავად იმისა რომ მანდ ვიყავი, ვუყურებდი მათ გაქვავებულ სახეებს და ვგრძნობდი აუტანელ სიცარიელეს, ჯოჯოხეთურ ტკივილებს მათ თვალებში. უფალს ებარებოდნენ მათი სულები, მათ ოჯახებს კი ღმერთმა მისცეს ძალა ამ ტკივილითან თანაცხოვრებისთვის. თითქოს ბუნებაც გრძნობდა მისი კანონზომიერების მცდარობას, ამ უსამართლობას. ერთ-ერთის ძაღლი ცდილობდა თავგამოდებით ტაძარში შესვლას, მის პატრონთან გამოსამშვიდობებლად მისვლას, მასთან უნდოდა ყოფნა. არ ეგუებოდა მისი საყვარელი პატრონის გარდაცვალებას… არ აღიარებდა სიცოცხლის ხელყოფას! ერთი შესვლა შეძლო შესვლა, შემდეგ კი იქ იყო ტაძრის კიბესთან, მოუსვენრად და შეშინებული თვალებით, წკმუტუნებდა… ძალიან დავითრგუნე, ძალიან მძიმედ მაქვს გული, უფალო გაანათლე მათი სულები და დაუმკვიდრე იქ, სადაც მართალნი განისვენებენ“, – წერს არჩილი ჯალაღონია. ცნობისთვის, ახალგაზრდები ქუთაისში, წყალწითელას ხიდთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლნენ.


Ctrl
Enter
შეცდომა შეგნებულად?
მონიშნეთ ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter
კომენტარები (0)
ტოპ ამ კატეგორიიდან
მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა 19 წლის ბიჭი ადგილზე დაიღუპა. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა 19 წლის ბიჭი ადგილზე დაიღუპა.
მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა 19 წლის ბიჭი ადგილზე დაიღუპა....
13.09.25
46
0
ბიჭი პაემნიდან გაიპარა, გოგონას კი 10 000$ -ის გადახდა მოუწია ბიჭი პაემნიდან გაიპარა, გოგონას კი 10 000$ -ის გადახდა მოუწია
ბიჭი პაემნიდან გაიპარა, გოგონას კი 10 000$ -ის გადახდა მოუწია...
13.09.25
1
0