„ეგ არის დამცირებული და უბედური მშვიდობა“ - მარიამ შენგელიას ნათქვამს, რომ ევროვიზიაზე მისი სიმღერის მესიჯი მშვიდობა იქნება, ბულინგის კამპანია მოჰყვა

„ეგ არის დამცირებული და უბედური მშვიდობა“ - მარიამ შენგელიას ნათქვამს, რომ ევროვიზიაზე მისი სიმღერის მესიჯი მშვიდობა იქნება, ბულინგის კამპანია მოჰყვა
შემთხვევა
09:21, 25 მარტი 2025
675
0

მომღერალმა მარიამ შენგელიამ, რომელიც ევროვიზიაზე საქართველოს წარადგენს, პირველი არხის ეთერში თქვა, რომ მისი სიმღერის მთავარი მესიჯი მშვიდობა იქნება. ამ განცხადებას ოპოზიციონერი აქტივისტების, ასევე ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების ნაწილის კრიტიკა მოჰყვა და მის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში ბულინგის კამპანიაც გაჩაღდა.

ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე წერს, რომ მისთვის უცნაური იყო სიმღერის სახელწოდება - „თავისუფლება", „რადგან რეჟიმის მესიჯბოქსში არ ჯდება", მარიამ შენგელიას განმარტების შემდეგ კი, მისთვის ყველაფერი ნათელი გახდა. კერძოდ, ღამბაშიძე წერს, რომ „ივანიშვილის რეჟიმის მშვიდობა მონის მშვიდობაა. მშვიდობა თავისუფლების გარეშე".

„ევროვიზიაზე ჩვენს წარმომადგენლად შეარჩიეს ადამიანი, რომელმაც ჩვენი ანტირუსული აქციების დროს წიხლი ჩაგვაზილა და დაწერა, ევროკავშირის დროშებს ნუ აფრიალებთ, საქქრთველოს თავისი დროშა აქვსო. მოლ, თქვე ევროპის აგენტებო და არაპატრიოტებოო.

ევრო-ვიზიაზე გაუშვეს. ევრო...

ყველაფერთან ერთად, გაუშვეს სიმღერით "თავისუფლება", რაც თავიდანვე მეუცნაურა. არ ჯდებოდა რეჟიმის მესიჯბოქსში.

თურმე სად ხარ. მომღერალმა დღეს გვითარგმნა, რომ სიმღერის მთავარი სათქმელი არის "მშვიდობა", ვინაიდან სიმღერას ჰქვია "თავისუფლება". ამით ყველაფერი თავის ადგილას დალაგდა. ორუელიანურად, მაგრამ დალაგდა.

საქმე იმაშია, რომ ივანიშვილის რეჟიმის მშვიდობა მონის მშვიდობაა. მშვიდობა თავისუფლების გარეშე. ღირსებააყრილი, დამცირებული, უუფლებო და უბედური მშვიდობა. ამიტომაც მას მშვიდობაც არ უნდა დავუძახოთ, არამედ მშვიდობიანობა. აი ომებს შორის რომ მშვიდობიანობაა, ეგ არ არის მშვიდობა. თვეში ერთხელ ხალხს რომ გტაცებენ და კვარტალში ერთხელ გიკლავენ, ეგ არ არის მშვიდობა, მშვიდობიანობაა.

და ჩვენ გვაწყობს მშვიდობიანობა? არა. ჩვენ გვინდა მშვოდობა, რომელიც მოიცავს თავისუფლებას. ერთადერთ მშვიდობას, რომელიც მისაღებია ღირსების მქონე ადამიანისათვის", - წერს ღამბაშიძე.

მომღერლის განცხადებას სარკასტული პოსტით გამოეხმაურა „გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი, გელა ხასაიაც. მან გააზიარა ფრაგმენტი შენგელიას ინტერვიუდან სათაურით: „მომღერალი და პოლიგლოტი - მარიამ შენგელია <3".

ასეთივე შინაარსის პოტი გამოაქვეყნა მარიამ ქასრაშვილმაც:

„ეს გოგო იმდენჯერ დავაჰაჰავე, ქართული ევროვიზიის გვერდმა Top fan სტატუსი მომცა. #მშვიდობა".


Ctrl
Enter
შეცდომა შეგნებულად?
მონიშნეთ ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter
კომენტარები (0)
ტოპ ამ კატეგორიიდან
"ძილშიც კი დაიკლებთ წონაში… ეს რეცეპტი მათთვის არის, ვინც ვერ ვარჯიშობს! 15 დღეში გექნებათ შედეგი"- არუნ ხათრის რჩევა მოსახლეობას "ძილშიც კი დაიკლებთ წონაში… ეს რეცეპტი მათთვის არის, ვინც ვერ ვარჯიშობს! 15 დღეში გექნებათ შედეგი"- არუნ ხათრის რჩევა მოსახლეობას
"ძილშიც კი დაიკლებთ წონაში… ეს რეცეპტი მათთვის არის, ვინც ვერ ვარჯიშობს! 15 დღეში გექნებათ შედეგი"- არუნ...
16.08.25
11 887
0
,,ეს უტკბილესი ბიჭი აღარ არის...“ - რა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს მედეგის აკადემია? ,,ეს უტკბილესი ბიჭი აღარ არის...“ - რა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს მედეგის აკადემია?
სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. ,,ეს უტკბილესი ბიჭი აღარ არისო.... იო, ძვირფასო, აკი ვიმეგობროთო?!.......
11.08.25
242
0