ცნობილი მხატვარი გარდაიცვალა – ახლახან სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა

ცნობილი მხატვარი გარდაიცვალა – ახლახან სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა
შემთხვევა
19:10, 20 მარტი 2025
771
0

გარდაიცვალა ცნობილი მხატვარი თედო მანჯგალაძე. სამწუხარო ინფორმაციას ქუთაისის (იმერეთის) მხატვართა რეგიონალური ორგანიზაცია ავრცელებს. 

“ქუთაისელ მხატვართა რიგებს უფროსი თაობის კიდევ ერთი ღირსეული წარმომადგენელი გამოაკლდა, გარდაიცვალა თედო მანჯგალაძე. თ.მანჯგალაძე 1940 წლის 12 მარტს დაიბადა დიდ ჯიხაიშში. სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტის მხატვული ქსოვილების განყოფილებაზე. 1970 წლიდან მონაწილეობდა რესპუბლიკურ, საკავშირო და საერთაშორისო გამოფენებში. ბატონი თედო წლების განმავლობაში მუშაობდა ქუთაისის აბრეშუმის საწარმო გაერთიანებაში მხატვარ-დიზაინერად, გრ. ხანძთელის სახელობის ხელოვნებისა და პედაგოგიკის ინსტიტუტში ბატიკის სპეციალობის პედაგოგად.
ქუთაისის (იმერეთის) მხატვართა რეგიონალური ორგანიზაცია უსამძიმრებს ოჯახს.” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Ctrl
Enter
შეცდომა შეგნებულად?
მონიშნეთ ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter
კომენტარები (0)
ტოპ ამ კატეგორიიდან
„მაპატიე, ვერ გიშველე…“ 😭😭 ანრი ბიბინეიშვილის ოჯახში ტრაგედია  დატრიალდა „მაპატიე, ვერ გიშველე…“ 😭😭 ანრი ბიბინეიშვილის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა
ტრაგედია ანრი ბიბინეიშვილის ოჯახში – მსახიობსა და ტელეწამყვანს, „პრაიმ ჰაუსის“ ყოფილ მონაწილეს დედა გარდაეცვალა....
29.05.25
1 250
0
„ვინც მოგისპო ცხოვრება იმან ისუნთქოს და შენ მიწაში უნდა იყო? ამაზე გამეცით პასუხი“ - მტკვარში დაღუპული უტა ელიავას მეუღლე ემოციურ მიმართვას ავრცელებს „ვინც მოგისპო ცხოვრება იმან ისუნთქოს და შენ მიწაში უნდა იყო? ამაზე გამეცით პასუხი“ - მტკვარში დაღუპული უტა ელიავას მეუღლე ემოციურ მიმართვას ავრცელებს
მტკვარში დაღუპული უტა ელიავას მეუღლე, გვანცა გოროზია ემოციურ მიმართვას აქვეყნებს. „ჩვენი სიყვარული უსასრულო იყო. უტა...
29.05.25
1 133
0