ცნობილი ქართველი ჟურნალისტი გულის შეტევით გარდაიცვალა (ფოტო) – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია » ახალი ამბები - AMBEBI.ONLINE

ცნობილი ქართველი ჟურნალისტი გულის შეტევით გარდაიცვალა (ფოტო) – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

ცნობილი ქართველი ჟურნალისტი გულის შეტევით გარდაიცვალა (ფოტო) – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
შემთხვევა
17:10, 09 ოქტომბერი 2025
1 919
0

გარდაიცვალა ჟურნალისტი აკაკი სიხარულიძე. ამის შესახებ ინფორმაციას სიხარულიძის ოჯახის წევრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

აკაკი სიხარულიძემ 1982 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ცენტრალურ აპარატში – ხელმძღვანელობდა ახალგაზრდული და საყმაწვილო ჟურნალ-გაზეთების, ტელერადიოგადაცემათა რედაქციების სექტორს; 1987 წლიდან ჟურნალისტთა ფედერაციაშია (ყოფილი კავშირი); იყო საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციისი თავმჯდომარე. რედაქტორობდა გაზეთ „საქმეს“; 1994 წელს გამოსცა აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი „უკვდავება“; 1993 წელს ჩამოაყალიბა ეროვნული თანხმობის დარბაზი; 1997 წელს საფუძველი ჩაუყარა ქართული ჟურნალისტიკის დღის (21 მარტი) აღნიშვნის ტრადიციას; იყო საერთაშორისო ჟურნალისტიკის, სამართლისა და ბიზნესის ინსტიტუტის დამაარსებელი, მისი რექტორი.

1998 წელს დაჯილდოებულია ღირსების ორდენით ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში, აქტუალური, ცხოვრებისეული თემების მაღალკვალიფიციურ დონეზე წარმოჩენაში, აქტიური, შემოქმედებითი მოღვაწეობისა და ახალგაზრდა პროფესიული კადრების მომზადებაში შეტანილი პირადი წვლილისათვის.

2013 წელს დაინიშნა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად.

საქართველოს პირველი არხი აკაკი სიხარულიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

 

Ctrl
Enter
შეცდომა შეგნებულად?
მონიშნეთ ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter
კომენტარები (0)
ტოპ ამ კატეგორიიდან
საზარელ ავარიას 33 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა. საზარელ ავარიას 33 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა.
საზარელ ავარიას 33 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა....
10.10.25
694
0
ძლიერი მიწისძვრა მოხდა ძლიერი მიწისძვრა მოხდა
ძლიერი მიწისძვრა მოხდა...
10.10.25
27
0