„ბოლო პერიოდში ვიღებ მუქარებს, ბინძურ თამაშებს თამაშობენ ქართველები. შემეშვით! ამის მერე საჯაროდ გამოგფენთ თქვენი მოწერილი მუქარებით!“ - მედეა იობაშვილი საგანგებო მიმართვას ავრცელებს » ახალი ამბები - AMBEBI.ONLINE

„ბოლო პერიოდში ვიღებ მუქარებს, ბინძურ თამაშებს თამაშობენ ქართველები. შემეშვით! ამის მერე საჯაროდ გამოგფენთ თქვენი მოწერილი მუქარებით!“ - მედეა იობაშვილი საგანგებო მიმართვას ავრცელებს

„ბოლო პერიოდში ვიღებ მუქარებს, ბინძურ თამაშებს თამაშობენ ქართველები. შემეშვით! ამის მერე საჯაროდ გამოგფენთ თქვენი მოწერილი მუქარებით!“ - მედეა იობაშვილი საგანგებო მიმართვას ავრცელებს
შემთხვევა
11:11, 04 მაი 2025
3 495
0

მედეა იობაშვილი, რომელიც თურქეთში სამკურნალოდ ჩასულ ქართველებს ეხმარება მიმართვას ავრცელებს  

„ბოლო პერიოდში ვიღებ მუქარებს და თამაშობენ ბინძურ თამაშებს ქართველები, რომლებიც ღმერთმა იცის რას საქმიანობენ აქ კლინიკებთან. (ყველას არ ეხება რა თქმა უნდა.) შემეშვით! ამის მერე საჯაროდ გამოგფენთ სათითაოდ ყველა თქვენს მოწერილი მუქარებით! და ფაქტებით თუ რამ გაგაბოროტათ.

თქვენც იშრომეთ, როგორც მე! და მიაღწიეთ წარმატებას, იყავით ორიენტირებული პაციენტზე და მის ჯანმრთელობაზე და არა ფულზე!

აქ ჩემ სიტყვას ფულზე დიდი ძალაც აქვს და დაფასებაც, იცით რატომ? ჩემი ადამიანობით. მარიამი პირველი ქართველი არ იყო ვისაც ჩემი თხოვნით ჰონორარის გარეშე ჩაუტარდა ოპერაცია, სხვადასხვა განხრით ბევრია მსგავსი ოპერაციები და ამაზე საუბარი არც მსურს, რადგან მე რასაც ვაკეთებ მანიჭებს ბედნიერებას, უფალი ხედავს და ჩემთვის საკმარისია.ბევრს ვეგონე და ვგონივარ ექიმი, რადგან მე თვითონ ვარ ჩართული ყველა პაციენტის მკურნალობაში. ზოგჯერ ვცდები გაიდლაინებს, ვაკავშირებ ერთმანეთთან სხვადასხვა განხრის ექიმებს და მეამაყება ყველა წარმატებული მკურნალობა, თუნდაც მაშინ როცა თურქეთმა იმედიც კი გადაუწურა მაგრამ, აი, იმ ერთი ჩემი შერჩეული ექიმით მიიღო შედეგი. რაც არ უნდა გააკეთოთ, მთელი ჰაკერებიც რომ დაიქირაოთ ფეისის გასატეხად, ჩემს სახელს და გვარს ვერ წაშლით! მაინც მოვა პაციენტთა ზღვა ჩემამდე! მიხარია, რომ ჩემი საქართველო მიცნობს ისეთს როგორიც ვიყავი და ვარ.  

მაცადეთ ვაკეთო ჩემი საქმე“, - წერს მედეა იობაშვილი.

Ctrl
Enter
შეცდომა შეგნებულად?
მონიშნეთ ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter
კომენტარები (0)
ტოპ ამ კატეგორიიდან
მწვერვალის გზაზე შოთა პაპიაშვილთან ერთად — მთა, რომელიც სულიერ თავგადასავალად იქცა მწვერვალის გზაზე შოთა პაპიაშვილთან ერთად — მთა, რომელიც სულიერ თავგადასავალად იქცა
შოთა პაპიაშვილი და ქართული ალპინიზმი — სიმაღლისკენ სვლა, რომელიც სულიდან იწყება ალპინიზმი საქართველოში უძველესი...
10.07.25
55
0
გარდაცვლილია სტუდენტი - ვინ არის დაღუპული, რომლის შესახებაც კოლეჯი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს? გარდაცვლილია სტუდენტი - ვინ არის დაღუპული, რომლის შესახებაც კოლეჯი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს?
თსუ მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გარდაიცვალა მათი სტუდენტი,...
04.07.25
377
0