“ქართველები რუსეთს უნდა უმადლოდნენ, თორემ ახლა შესაძლოა საქართველო დაღესტნის ნაწილი ყოფილიყო, მერაბს ისტორიის გაკვეთილები რომ არ გაეცდინა…” – UFC-ს დაღესტნელი მებრძოლი მაგომედოვი დვალიშვილს გამოეხმაურა
შარაბუტდინ მაგომედოვი გამოეხმაურა ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონს, მერაბ დვალიშვილს, რომელმაც ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ დაღესტანი რუსეთი არაა.
როგორც შარა ბულეტმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, „მერაბ დვალიშვილს ისტორიის გაკვეთილები რომ არ გაეცდინა, ეცოდინებოდა, რომ რუსეთის იმპერია საქართველოს დაღესტნელებისგან იცავდა“. მისივე თქმით, „ქართველები რუსეთს უნდა უმადლოდენ, თორემ ახლა შესაძლოა საქართველო დაღესტნის ნაწილი ყოფილიყო“.
რას ამბობს „შარა ბულეტი“:
„რუსოფობია მძვინვარებს, ახლა რუსებისთვის რთული დროა, ამიტომ ჩვენ, რუსეთი, უნდა გავერთიანდეთ და ყველა მტერს ვუპასუხოთ. ჩვენი პასუხი ერთიანი და მტკიცე უნდა იყოს. თუ ნაწილებად დავიყოფით, ამას კარგი არაფერი მოჰყვება. მათ სურთ, რომ რუსეთი ნაწილებად დაიშალოს: პრინციპია, დაყავი და იბატონე.
ეს დასავლელი სიონისტებისა და გლობალისტების ტაქტიკაა, თითქოს პრეტენზიები რუსებთან აქვთ, და არა დაღესტნელებთან. ჩვენ ერთ მუშტად უნდა შევიკრათ, რუსეთი ჩვენი საერთო სახლია“. – ამბობს მაგომედოვი