Ambebi Online » შემთხვევა » გაჩიანში 24 წლის ბიჭი მოკლეს

გაჩიანში 24 წლის ბიჭი მოკლეს

გაჩიანში 24 წლის ბიჭი მოკლეს
შემთხვევა
editor
რედაქტორი
20:48, 04 February 2025
157
0

გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ გაჩიანში 24 წლის კაცი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.

ერთ-ერთი ვერსიით, გაჩიანში მეგობრები სუფრაზე იყვნენ შეკრებილები, რა დროსაც ერთ-ერთს ცეცხლსასროლი იარაღიდან, ე.წ. ვინჩესტერიდან, გაუვარდა და ახალგაზრდა ბიჭს მოხვდა.

დაჭრილი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანა, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ახალგაზრდამ, რომელსაც იარაღი გაუვარდა, თვითდაზიანებები მიიყენა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის ორი მუხლით, 116-ე, სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით, და 236-ე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება, მიმდინარეობს.

სამართალდამცველებმა ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

CTRL
ENTER
პრობლემის შეტობინება
გამოიყენეთ ღილაკები CTRL+ENTER
კომენტარები (0)
ამავე თემაზე:
ბათუმის მერია: "წყლით სავსე თხრილში ორი არასრულწლოვანი ჩავარდა" | არსებული ინფორმაციით, დაღუპული მოზარდები 5 და 7 წლის არიან
"საფეხმავლო ბილიკს გადადის, ხიდთან მისულს პოსტი აქვს დადებული..." - რას ამბობენ დაკარგული მოზარდის მშობლები?
კვარაცხელია თავს ვარსკვლავივით გრძნობდა, მაგრამ ვარსკვლავი არ ყოფილა და ვერც მომავალში გახდება…რას ამბობს იტალიელი ფეხბურთელი ხვიჩაზე.
“ბავშვობის მეგობრები იყვნენ…მოუკლავს და მერე მანქანიდან გადააგდეს”- საგარეჯოში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი
„დღეს შეამჩნიეს… არ არის გამორიცხული გონება ჰქონდეს არეული…”- ახლახან ბათუმში დაკარგულ ბიჭზე მოულოდნელი ინფორმაცია გავრცელდა