Ambebi Online » შემთხვევა » „შვილიც იქ მუშაობს, დღეს მორიგე იყო და შეესწრო ამ უმძიმეს ფაქტს“ - გაირკვა კაცის ვინაობა, რომელიც რკინიგზის სადგურში ტრაგიკულად დაიღუპა

„შვილიც იქ მუშაობს, დღეს მორიგე იყო და შეესწრო ამ უმძიმეს ფაქტს“ - გაირკვა კაცის ვინაობა, რომელიც რკინიგზის სადგურში ტრაგიკულად დაიღუპა

„შვილიც იქ მუშაობს, დღეს მორიგე იყო და შეესწრო ამ უმძიმეს ფაქტს“ - გაირკვა კაცის ვინაობა, რომელიც რკინიგზის სადგურში ტრაგიკულად დაიღუპა
შემთხვევა
editor
რედაქტორი
01:26, 18 January 2025
1 427
0

გორში, რკინიგზის სადგურში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც ამბობენ, ცეცხლი რკინიგზის სადგურის შენობაში გაჩნდა, კერძოდ დაცვის თანამშრომლებისთვის განკუთვნილ ოთახში და დაღუპულია მამაკაცი, რომელიც სავარაუდოდ, დაცვის სამსახურის თანამშრომელია. შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობს პოლიცია. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის, მესამე ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც გაუფრთხილებლობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ჩვენ საქართველოს რკინიგზას დავუკავშირდით, იქ დაგვიდასტურეს, რომ ხანძარი დაცვის სამსახურისთვის განკუთვნილ ოთახში გაჩნდა. იგივეს ამბობს, მაია მუჯარიძე, მერის წარმომადგენელი სადგური - ელექტროფიკაციის დასახლებაში.

"ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა. გარდაცვლილია ამირან გოგაძე, ჩვენი მაცხოვრებელი. როგორც მახსოვს, ამირანი 1959 წელს დაბადებულია. ხანძარი გაჩნდა გორის რკინიგზაში, რამ გამოიწვია ხანძარი, ჩემთვის ჯერჯერობით უცნობია. რომ მივედით შემთხვევის ადგილზე იქ უკვე მუშაობდნენ სამართალდამცავები და ექსპერტები, ამიტომ ახლოს არ გაგვაკარეს. მიზეზების დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება. ამირანი ადგილზეა გარდაცვლილი, ცხედარს გადაფარებული ჰქონდა და ამიტომ ვერ გეტყვით რა დაზიანებები აქვს, უკვე ექსპერტიზაზეა გადასვენებული. ძალიან განვიცდი, ჩემი ახლობელია და ვუთანაგრძნობ მის ოჯახს ამ ტრაგედიას. დაცვის თანამშრომელისთვის განკუთვნილ ოთახშია ეს სამწუხარო ამბავი მომხდარი. რკინიგზის შენობაა, გვერდითა მხრიდან იყო დაცვის ოთახი, გარედან ჰქონდა შესასვლელი კარი. ცალკე არ დგას, თვითონ შენობაშია ოთახი და იქ არის მომხდარი. აქვე ახლოს, სადგურის ტერიტორიაზე ცხოვრობდა. ძალიან კარგი ოჯახი აქვს, მისი შვილიც იქ მუშაობს და როგორც ვიცი, დღეს მორიგე იყო და შეესწრო ამ უმძიმეს ფაქტს. ძალიან კარგი ადამიანი იყო ამირანი, წყნარი, მეოჯახე, მართლა კარგი პიროვნება და კარგი მოქალაქე. როცა მივედი ცეცხლი უკვე ჩამქრალი იყო და გამომწვევი მიზეზები ალბათ მალე გახდება ცნობილი".

ფაქტზე გამოძიება გრძელდება.

წყარო: kvilispalitra.ge

CTRL
ENTER
პრობლემის შეტობინება
გამოიყენეთ ღილაკები CTRL+ENTER
კომენტარები (0)
ამავე თემაზე:
ბათუმის მერია: "წყლით სავსე თხრილში ორი არასრულწლოვანი ჩავარდა" | არსებული ინფორმაციით, დაღუპული მოზარდები 5 და 7 წლის არიან
"საფეხმავლო ბილიკს გადადის, ხიდთან მისულს პოსტი აქვს დადებული..." - რას ამბობენ დაკარგული მოზარდის მშობლები?
კვარაცხელია თავს ვარსკვლავივით გრძნობდა, მაგრამ ვარსკვლავი არ ყოფილა და ვერც მომავალში გახდება…რას ამბობს იტალიელი ფეხბურთელი ხვიჩაზე.
“ბავშვობის მეგობრები იყვნენ…მოუკლავს და მერე მანქანიდან გადააგდეს”- საგარეჯოში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი
„დღეს შეამჩნიეს… არ არის გამორიცხული გონება ჰქონდეს არეული…”- ახლახან ბათუმში დაკარგულ ბიჭზე მოულოდნელი ინფორმაცია გავრცელდა
აგრეთვე გირჩევთ:
მხოლოდ ემილიას ცხედარი ამოიცნეს, საწოლის ქვეშ შემძვრალა… მასთან ერთად იყო პატარაც, ჩახუტებული ჰყავდაო, სხვა ბავშვები საწოლში იპოვეს“
მხოლოდ ემილიას ცხედარი ამოიცნეს, საწოლის ქვეშ შემძვრალა… მასთან ერთად იყო პატარაც, ჩახუტებული ჰყავდაო, სხვა ბავშვები საწოლში იპოვეს“
15.01.25, შემთხვევა
საბერიოში დაღუპული 5 გოგონას მშობლებს მეექვსე შვილიც დაღუპული ჰყავთ... - რა უმძიმესი ინფორმაციას და დეტალებს ჰყვება ოჯახის ნათესავი?
საბერიოში დაღუპული 5 გოგონას მშობლებს მეექვსე შვილიც დაღუპული ჰყავთ... - რა უმძიმესი ინფორმაციას და დეტალებს ჰყვება ოჯახის ნათესავი?
17.01.25, შემთხვევა
დაღუპულია 4 ადამიანი – ახლახანს საქართველოში დიდი ტრაგედია დატრიალდა
დაღუპულია 4 ადამიანი – ახლახანს საქართველოში დიდი ტრაგედია დატრიალდა
24.10.24, შემთხვევა
კარებიც დაუხურია ვიღაცას…“ – რას ამბობს რესტორნის ერთ-ერთი მფლობელი, სადაც 12 ადამიანის ცხედარი იპოვეს
კარებიც დაუხურია ვიღაცას…“ – რას ამბობს რესტორნის ერთ-ერთი მფლობელი, სადაც 12 ადამიანის ცხედარი იპოვეს
15.12.24, შემთხვევა
საბერიოში დატრიალებული საზარელი ტრაგედიის ახალი დეტალები: “ბენზინმა იფეთქა, ბებიას ცეცხლი სახეზე მოედო, 5-ლიტრიანი ხელიდან გაუვარდა, ბენზინი იატაკზე დაისხა და… უფროსი გოგონა მაგიდის ქვეშ შემძვრალა შეშინებული …”

16.01.25, შემთხვევა