Ambebi Online » პოლიტიკა » პროკურატურამ არჩევნების გაყალბების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ არჩევნების გაყალბების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ არჩევნების გაყალბების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
პოლიტიკა
editor
რედაქტორი
15:00, 31 October 2024
88
0

საქართველოს პროკურატურამ არჩევნების გაყალბების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 26 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნების მიმდინარეობისას, ბრალდებულებმა მარნეულის №69-ე საარჩევნო უბანზე, არჩევნების გაყალბების მიზნით საარჩევნო ყუთში ყალბი ბიულეტენები ჩაყარეს, რამაც აღნიშნულ უბანზე ხმის მიცემის პროცესის შეწყვეტა და კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობა გამოიწვია.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 31 ოქტომბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით (არჩევნების გაყალბება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

 

CTRL
ENTER
პრობლემის შეტობინება
გამოიყენეთ ღილაკები CTRL+ENTER
კომენტარები (0)
ამავე თემაზე:
ბათუმის მერია: "წყლით სავსე თხრილში ორი არასრულწლოვანი ჩავარდა" | არსებული ინფორმაციით, დაღუპული მოზარდები 5 და 7 წლის არიან
"საფეხმავლო ბილიკს გადადის, ხიდთან მისულს პოსტი აქვს დადებული..." - რას ამბობენ დაკარგული მოზარდის მშობლები?
კვარაცხელია თავს ვარსკვლავივით გრძნობდა, მაგრამ ვარსკვლავი არ ყოფილა და ვერც მომავალში გახდება…რას ამბობს იტალიელი ფეხბურთელი ხვიჩაზე.
“ბავშვობის მეგობრები იყვნენ…მოუკლავს და მერე მანქანიდან გადააგდეს”- საგარეჯოში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი
„დღეს შეამჩნიეს… არ არის გამორიცხული გონება ჰქონდეს არეული…”- ახლახან ბათუმში დაკარგულ ბიჭზე მოულოდნელი ინფორმაცია გავრცელდა